სენაკში დასუფთავების აქცია ჩატარდა

დღეს, სენაკის მუნციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები, მის დაქვემდებარებაში მყოფი ცენტრებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დასუფთავდა ტურიზმისთვის აქტუალური ლოკაციები – შემეცნებით-გასართობი ატრაქციის, “თოკების პარკის” მიმდებარე ტერიტორია და მდინარე ტეხურის სანაპირო.

აქციის მთავარი გზავნილი – გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, მწვანე და სუფთა გარემოს შენარჩუნება და ამ კუთხით მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად