სენაკში 24 გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

სენაკში ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.

სენაკის მუნიციპალიტეტში, ქალაქად თუ სოფლად, არ არის ისეთი უბანი, სადაც განახლების პროცესი არ მიმდინარეობს.
მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით, საგზაო-სარეაბილიტაციო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად გრძელდება.

ამ ეტაპზე სენაკში დასრულებულია 24 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

იგეგმება კიდევ 10 გზის კეთილმოწყობა.

2021 წლისთვის სენაკში ყველა ქუჩა რეაბილიტირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად