სენაკის ქუჩების ნაწილსა და სოფელ მენჯისში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოეწყობა

წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძნობს.

ამჯერად, ქალაქ სენაკის ცალკეული ქუჩებისა და სოფელ მენჯის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი.

ტენდერში მონაწილეობის მსურველები წინადადებების წარდგენას 4 ნოემბრიდან – 9 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ. გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ, სამუშაოები 12 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

ქალაქ სენაკისა და სოფელ მენჯის წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, ხშირია დაზიანებებისა და წყლის ამღვრევის ფაქტები. მოსახლოება სასმელ წყალს შეზღუდული გრაფიკით ღებულობს.

სამუშაოები ითვალისწინებს, ძველი, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლებას. გარდა ამისა მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი.

პროექტის შედეგად, დაახლოებით 300 ადამიანი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სამუშაოებს 1 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად