სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო

სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, წყალში გადახტომისას მას გული გაუჩერდა. ადგილზე მაშველების მისვლისას ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად