სენაკის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები ყოველდღიურად ტარდება

დღეს დეზინფექცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრს.

სამუშაოების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.

ამ ეტაპზე დეზინფექცია ჩაუტარდა მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს, სასპორტო გაერთიანების ცენტრს და სასპორტო სკოლას.

სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად