სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან კუპრეიშვილთან, მერის პირველ მოადგილესთან, გრიგოლ ბაღათურიასთან და მერის მოადგილესთან, კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ამ ეტაპზე, დასრულების ფაზაშია ფალიაშვილისა და კანკავას ქუჩების დამაკავშირებელი ასსაფეხურიანი კიბის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 123 910 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს შპს ,,ტოტალი“ ახორციელებს.

აქტიურად მიმდინარეობს ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით – 90 920 ლარი.

სამუშაოებს შპს ,,დაგი“ აწარმოებს.

ასევე, დასრულების ფაზაშია მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 21 496 ლარს შეადგენს.

სამუშაოებს შპს ,,დაგი“ ახორციელებს.

უახლოეს მომავალში, ქალაქის ცენტრში, პირველი ავტომობილის მაკეტი განთავსდება. მინის კონსტრუქციის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. სამუშაოებს, ღირებულებით 28 988 ლარი, შპს ,,დაგი“ ახორციელებს.

ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი.

სენაკის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ამ ეტაპზე, რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით – 30 ობიექტზე, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ 9 ობიექტზე, აქტიური სამუშაოები ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად