სენაკის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ამ ეტაპზე უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული ხიდისა და ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ჯოლევის უბანში – საგზაო ინფრასტურუქტურის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოები სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ ფაცაციამ დაათვალიერეს.

სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც შპს ,,ლელო“ ასრულებს, მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში დასრულდება.

ავარიული ხიდის რეაბილიტაციით, რომელიც მოქალაქეებს გადაადგილებისას საფრთხეს უქმნიდა, მოსახლეობას კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება მიეცემა.

ასევე მნიშნველოვანია ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ჯოლევის უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა.

აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პრობლემა მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სენაკის მუნიციპალიტეტში დაიგო 130 კმ. გზა, აშენდა 11 და რეაბილიტირდა 4 ხიდი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად