სენაკის მუნიციპალიტეტის მშვიდობის ქუჩის მოსახლეობის ნაწილმა, მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მშვიდობის ქუჩის მოსახლეობის ნაწილმა თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის მოთხოვნით მერიის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მძიმეწონიანი სატვირთო ავტომანქანების მოძრაობამ გზა სრულად დააზიანა და სარეაბილიტაციო სამუშაო, მიუხედავად არაერთი დაპირებისა ჯერ არ დაწყებულა.

აქციის მონაწილეებს სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი შეხვდა. მისი განცხადებით, თბილისი- ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალი საქართველოს გზების დეპარტამენტს ეკუთვნის.

უკვე შესრულებულია საპროექტო სამუშაო და 2020 წლის იანვარში ტენდერი გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად