სენაკის მუნიციპალიტეტი წელსაც, ტრადიციულად, შეუერთდა ,,მზის შვილების“ დღის აღნიშვნას

დღეს, ყველაზე უწყინარი, თბილი და საყვარელი ანგელოზების დღეა. სენაკის მუნიციპალიტეტი წელსაც, ტრადიციულად, შეუერთდა ,,მზის შვილების“ დღის აღნიშვნას.

მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნანა ზარანდია, მზის შვილების დღის აღსანიშნავად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე პატარებს ესტუმრნენ და მათ სასაჩუქრე ნობათები გადასცეს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებზე ყოველთვიურად 100 ლარი გაიცემა.

ეს მიზნობრივი ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, ასევე უზრუნველყოფილია სხვადასხვა სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურეობისა და ამბულატორიული კვლევების დაფინანსებით.

ჩვენ, მეგობრების ქრომოსომებს არ ვითვლით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...