სენაკის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

სენაკში, მშვიდობის ქუჩის მაცხოვრებელთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გადაკეტეს თბილისი–სენაკი–ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალი.

სენაკელების თქმით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოძრავმა მძიმეწონიანმა სატვირთო მანქანებმა მათ საცხოვრებელ სახლებს პრობლემები შეუქმნა, არ არსებობს ტროტუარი, არ არის გაწმენდილი სანიაღვრე არხები.

აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთ პრობლემაზე ისაუბრეს. მათი თქმით, ბოლო თვეს სასმელი წყლის გადასახადი 500 და მეტი ლარი მოუვიდათ, რაც 10-ჯერ მეტია წინა თვეების გადასახადთან შედარებით.

აქციის მონაწილეებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი შეხვდა. მისი თქმით, მომავალ წელს ქალაქის ცენტრალურ მშვიდობის ქუჩაზე ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება.

რაც შეეხება მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობას, გზა საერთაშორისოა და მოძრაობის აკრძალვა გამორიცხულია, სანამ ალტერნატიული ავტობანის მშენებლობა არ მოხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად