სენაკის მერმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა სამუშაო დღე ა(ა).ი.პ. ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.

მუნიციპალიტეტის მერი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორს, ანა ჭიჭაღუასა და ექიმ-ეპიდემიოლოგებს – კლარა გრიგოლავას, ლალი ავალიანს, მაია ღვინჯილიას, ნინო ოდიშარიას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია ცენტრის მიერ, პანდემიის პერიოდში განხორციელებული, ამ ეტაპზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.

ლევან კუპრეიშვილმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ-ეპიდემიოლოგებს, ცენტრის მესვეურთ, მადლობა გადაუხადა ეპიდემიასთან ბრძოლაში გაწეული შრომისთვის.

„მინდა, თქვენს მიმართ, განსაკუთრებული პატივისცემა და მადლიერება გამოვხატო. კორონავირუსის მძვინვარების ურთულეს პერიოდში, თქვენ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მაღალი პროფესიონალიზმით აკეთებდით თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელსაც დღესაც აგრძელებთ, საზოგადოების და ქვეყნის დასაცავად“, – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად