სენაკის მერმა 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტების ანგარიში წარადგინა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ-დრამატულ თეატრში, საზოგადოების წინაშე ოთხწლიანი – 2018-2021 წლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების ანგარიშით წარდგა.

პრეზენტაციას საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი შალვა სარდალიშვილი, სენაკის საპატიო მოქალაქეები, მერიის მრჩეველთა საბჭოს წევრები, მერიის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების, შპს-ების წარმომადგენლები და გრანტის მფლობელი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა მიმოიხილა მისი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მოსვლიდან დღემდე განხორციელებული უპრეცედენტო რაოდენობის და მნიშვნელობის პროექტები, რაშიც მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდო. მისი თქმით, მიღწეული წარმატებები გუნდის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის შედეგია.

მერმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სამედიცინო სექტორის ყველა წარმომადგენლის მიმართ, რომლებიც, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდანვე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან.

პრეზენტაციის ბოლოს, მან მადლობის სიგელები გადასცა მერიის სამსახურების და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების წარმომადგენლებს – მინდა გულითადი მადლიერება გამოვხატო თქვენი დაუღალავი საქმიანობისთვის, იმ დიდ საერთო საქმეში, რასაც მშობლიური სენაკის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში სასიკეთო წვლილის შეტანა ჰქვია. მჯერა, სიყვარულით და ერთობით საქმის კეთების ტრადიცია, მომავალშიც გაგრძელდება და განვითარდება – აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მერმა დამსახურებულ სენაკელებს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მიულოცა და შესაბამისი სიგელები და მედლები გადასცა.

კომენტარები
იტვირთება...