სენაკის მერიაში თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის თემა, სახალხო დამცველის მანდატის შესაბამისად, დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმებსა და საქმიანობის ასპექტებს მოიცავდა.

დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებს, თანასწორობის უფლების
დაცვის კუთხით, სახალხო დამცველის უფლებამოსილებებთან ერთად, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში განხორციელებული უახლესი ცვლილებები გააცნეს. ხაზი გაესვა დისკრიმინაციის გენდერული ნიშნით წახალისების ფაქტებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებს.

ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა აზრი გამოთქვეს ცალკეულ საკითხებთან მიმართებაში. მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის მზაობა გამოხატეს.

შეხვედრა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...