სენაკის მერიაში სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამის ფარგლებში სხდომა გაიმართა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე ლევან კუპრეიშვილი უძღვებოდა.

კომისია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა შემადგენლობით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა საჭიროებებს პერმანენტულად განიხილავს და მათ ამ კუთხით არსებული პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.

ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის მერია, საცხოვრებელი სახლებისთვის საჭირო გადასახურ მასალას, 67 მოქალაქეს გადასცემს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად