სენაკის მერი DMO-ს წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან კუპრეიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან ნანა ზარანდიასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ხელმძღვანელს, ლევან წულაიასა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს – მარიკა თოდუასა და ედიშერ ბაღათურიას შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს და ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს შეეხო, განისაზღვრა ის პრიორიტეტები, რაც ამ მიმართულებით ხელს შეუწყობს სენაკის მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას.
ამ ეტაპზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის კუთხით, დასრულების ფაზაშია ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტეხურის ხიდთან და „დედამოკას“ თერმულ წყლებთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, შემეცნებით-გასართობი ატრაქციის „თოკების პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება, რაც მნიშვნელოვანი სეგმენტია ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად