სენაკის ბაღებში სასურსათო ნობათების გაცემის მეოთხე ეტაპი დაიწყო

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სექტორში, საკვები პროდუქტების გაცემის მეოთხე ეტაპი დაიწყო.

56 750 ლარის ღირებულების სასურსათო პაკეტები ცხრა სახეობის არამალფუჭადი პროდუქტისგან შედგება და მას მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის 1 307 აღსაზრდელი მიიღებს.

პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.

დღეს, საკვები პროდუქტების გაცემის პროცესში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის პირველი მოადგილემ, გრიგოლ ბაღათურიამ და მოადგილემ, კახაბერ კუპრეიშვილმა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან, საბავშვო და ბაგა-ბაღების დირექციასთან ერთად მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად