სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასმა პრემიერა “პროლოგი – ჩემი წარსულია” გამართა

სპექტაკლი დიდი ქართველი მსახიობის, აკაკი ხორავას ტრაგიკულ ცხოვრებასა და ტრიუმფალურ შემოქმედებით გზას ასახავს და მისი დაბადებიდან 125 წლისთავს მიეძღვნა.

პრემიერას ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობირვი თვითმმართვლობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

პრემიერა ღია სივრცეში, რეკომენტაციების სრული დაცვით ჩატარდა.

სპექტაკლი, რომლის რეჟისორია ელენე მაცხონაშვილი, ერთდროულად მხატვრული და შემეცნებითი ხასიათის მატარებელია.

მსახიობის მიერ, ჩანაწერების, პირადი დღიურების, მოგონებებისა და სხვა დოკუმენტური მასალების დაყრდნობით, შთამბეჭდავად ინაკვთება დიდი ხელოვანის პიროვნული პორტრეტი.

აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს სენაკის კულტურულ ცხოვრებაში ნახევარ საუკუნეზე მეტია გამორჩეული ადგილი უჭირავს.

თეატრის შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლია, ფონდ ,,ქართუს“ ხელშეწყობით სრულფასოვანი მასშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ამ თეატრს არა მარტო სენაკის, არამედ რეგიონისა და მთელი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში შეუძლია გამორჩეული ადგილის დამკვიდრება.

139-ე სეზონზე ფარდა განახლებულ თეატრში გაიხსნება, მანამ კი დასი გეგმავს დიდი ხელოვანის აკაკი ხორავას მშობლიურ სოფელში გამართოს შემოქმედის დაბადებიდან 125 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად