სენაკის აგრარულ ბაზარში სამუშაოები მიმდინარეობს

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი სენაკის აგრარულ ბაზარში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

იმისათვის, რომ სენაკის აგრარულმა ბაზარმა მუშაობა სრული დატვირთვით განაახლოს, ყველა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.

ამ ეტაპზე, აგრარულ ბაზარში, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინებით, სამუშაოები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად