სენაკის ადმინისტრაციული ერთეულებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

დღეს, უშაფათის საექიმო ამბულატორიაში, პროგრამის ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის” ფარგლებში, ზანისა და უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას, უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობა სხვადასხვა პროფილის ექიმებმა მიიღეს.

სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე, კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნიკოლოზ შამათავა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალის ხელმძღვანელი, რომან ავალიანი გაეცნენ.

აქცია ხვალაც გაგრძელდება.

ხვალ, დილის 10 საათიდან, ფოცხის საექიმო ამბულატორიაში, ფოცხოსა და ლეძაძამეს მოსახლეობას, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება.

მსურველთა ტრანსორტირებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

სამედიცინო აქცია, რომელიც პერმანენტულ ხასიათს ატარებს, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად