სემეკში ელექტროენერგიის ერთი დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებზე იმსჯელეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ელექტროენერგიის ბაზრის წესებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

სემეკში გამართულ შეხვედრაზე EU4Energy-ის მმართველობის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტექნიკური დახმარების პროექტი განიხილეს, რომელიც მიზნად ისახავს სემეკთან თანამშრომლობით, ევროპელი ექსპერტების მიერ ელექტროენერგიის ერთი დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მომზადებას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სემეკის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და სლოვენიის ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის წარმომადგენლები. ტექნიკური დახმარების პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნასა და თანამედროვე სავაჭრო მექანიზმების ჩამოყალიბებას.

ელექტროენერგიის ერთი დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შემუშავება ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ნაწილია, რომელიც ხორციელდება ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...