სემეკმა “თელასი” და “თბილისის ენერჯი” წერილობით გააფრთხილა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასსა“ და შპს „თბილისი ენერჯის“ წერილობითი გაფრთხილება მისცა. სს „თელასის“ შეთხვევაში გაფრთხილების საფუძველია ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2019 წლის მაჩვენებლების 2018 წლის მაჩვენებლებთან გაუარესება.

სემეკის ნორმატიული აქტების თანახმად, ლიცენზიატი კომპანია ვალდებულია შეინარჩუნონ ან გააუმჯობესონ შიდა მიზეზით გამოწვეულ გეგმურ და არაგეგმურ წყვეტებზე მომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლები.

სს „თელასს“ დაევალა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე კომისიაში წარმოადგინოს მაჩვენებლების გაუარესებაზე მოქმედი ფაქტორების შესახებ დეტალური ინფორმაცია.

შპს „თბილისი ენერჯის“ წერილობითი გაფრთხილების საფუძველს წარმოადგენს ის, რომ კომპანიამ სემეკის ელექტრონულ ჟურნალში არ დააფიქსირა მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტისა და აღდგენის ფაქტი, რაც ეწინააღმდეგება „მომსახურების ხარისხის წესებს“.

იმ შემთხვევაში თუ კომპანიების მიერ მსგავსი ტიპის დარღვევები განმეორდება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაჯარიმდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად