სემეკმა სერტიფიცირების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესები დაამტკიცა. წესები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია, რომლის შემუშავება სემეკს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დაევალდებულა. სერტიფიცირების წესები სრულად ითვალისწინებს ევროპის დირექტივების (N2009/72/EC; N714/2009(EC); N2009/73/EC; N715/2009(EC) მოთხოვნებს.

„გადაცემის სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესების“ მიზანია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორების სერტიფიცირების პროცედურების, პირობებსა და მოთხოვნების დადგენა. წესებით განსაზღვრულია გადაცემის სისტემის ოპერატორის საქმიანობის განცალკევება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად.

გადაცემის სისტემის ოპერატორების სერტიფიცირებას, ოპერატორების დამოუკიდებლობისა და საქმიანობების განცალკევების მოთხოვნებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობას სემეკი განახორციელებს. სერტიფიცირების პროცესში ჩართული იქნება ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობა (Energy Community).

ნორმატიული აქტი განსაზღვრავს სერტიფიცირებისთვის აუცილებელ დოკუმენტებსა და ინფორმაციას. ამასთანავე, აღწერს პროცედურებს იმ ენერგეტიკული საწარმოებისთვის, რომლებიც იმყოფებიან მესამე ქვეყნების რეზიდენტი პირის კონტროლის ქვეშ.

წესები ადგენს სერტიფიცირებაზე უარის თქმის გარემოებებსა და სერტიფიცირების პროცედურის ხელახალი დაწყების შესაძლებლობებს. წესების ფარგლებში შემუშავებულია გადაცემის სისტემის ოპერატორის განცალკევების შესახებ განაცხადის ფორმებიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად