სემეკი: სახელმწიფოს მიერ გაზისა და დენის გადასახადის დაფარვაზე უარის თქმა სპეციალურ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი

ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს

“რამდენიმე დღეში ელექტრონული პლატფორმა ამუშავდება, რომლის საშუალებითაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აბონენტებს საშუალება ექნებათ, სურვილის შემთხვევაში დააფიქსირონ, რომ არ სურთ ხელისუფლების მიერ გამოცხადებული პროგრამით სარგებლობა, რომელიც გაზისა და დენის სამი თვის გადასახადის სუბსიდირებას ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განუცხადეს, სპეციალისტები აღნიშნული პლატფორმის შექმნაზე ახლა მუშაობენ და ის რამდენიმე დღეში ამოქმედდება. კომისიაში ამბობენ, რომ მთავრობის ინიციატივის გამოცხადების შემდეგ მათთან ბევრი ზარი შევიდა და მომხმარებლების ნაწილი გამოთქვამს სურვილს, თავად დაფაროს დენისა და გაზის ხარჯები” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი დაუფინანსდებათ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად