სემეკი ქოლ-ცენტრის (16 216) მომსახურების საათებს ზრდის

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ქოლ-ცენტრის მომსახურების საათებს ზრდის.

მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის საკითხებზე შეუძლიათ დარეკონ სემეკის ქოლ-ცენტრის ნომერზე 16 216 შაბათ-კვირასაც. ქოლ-ცენტრი იმუშავებს ყოველდღე, 09:00 საათიდან 24:00 საათამდე.

ამასთანავე, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოაგზავნონ განცხადება/საჩივარი ფოსტით ან ელექტრონული ფორმით, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: mail@gnerc.org ასევე, სოციალური ქსელის – www.Facebook.com/gnerc საშუალებითაც.

სემეკი საქართველოს მთვარობასთან და კომუნალური მომსახურების კომპანიებთან ერთად მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის უწყვეტი და საიმედო მიწოდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად