სემეკი პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის შესახებ შეხვედრას მასპინძლობს

NULL

30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „პარტნიორობის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრას მასპინძლობს.

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და აშშ-ს კომუნალური სფეროს მარეგულირებელი ორგანოების ეროვნული ასოციაციის (NARUC) ორგანიზებით, რიგით მე-16 სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ კომისიის, ენერგეტიკის სამინისტროს, USAID-ისა და NARUC-ის წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები და ელექტროენერგეტიკული ბაზრის სუბიექტები.

შეხვედრის ძირითადი თემატიკაა ელექტროენერგიით ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობა, ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან მიერთების საფასური და ხარჯების გადანაწილება, ელექტროენერგიის განმანაწილებელი ქსელის კოდექსი, ნეტ-აღრიცხვის ტექნიკური მექანიზმები და დავების მოგვარების საკითხები.

ქართული დელეგაციის მხრიდან შეხვედრა კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ გახსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად