პრემიერი სერგეენკოს შემცვლელს მინისტრის პოსტზე 14:00 საათზე დაასახელებს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკოს შემცველელს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 14 :00 საათზე დაასახელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრად საჩხერის კლინიკის დირექტორი ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნება.

მანამდე კი სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალი მინისტრის წარდგენას თვოთონ დაესწრება.

„რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ვმსჯელობდით პრემიერმინისტრთან როგორი იქნებოდა ოპტიმალური გადაწყვტილება იმისთვის რომ რეფორმები უფრო ეფექტურად და ინტენსიურად განხორციელებულიყო.

ჩვენ დღეს გვექნება საშუალება და პრემიერმინისტრთან ერთად გავაკეთებთ განცხადებას ამის შესახებ. თუმცა, ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ.

გუნდში დავრჩები იმიტომ, რომ ეს გუნდი არის იმ ღირებულებების მატარებელი ჩემთვის, რომელიც ერთი რიგითი ექიმის ინსტინქტისათვის არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ შესაძლებელი გახადა ათიათასობით გადარჩენილი სიცოცხლე. არსად არ მივდივარ, ვრჩები გუნდში და ეს არის ხედვა, რომ ვიმუშავო ამ გუნდთან ერთად“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...