სებასტიან კურცი: ევროპაში საზღვრები ღია უნდა დარჩეს

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ევროკავშირის სამიტზე განაცხადა, რომ საჭიროა პანდემიის მეორე ტალღის განმავლობაში ევროკავშირში საზღვრების დახურვის თავიდან აცილება.

“ევროპაში საზღვრები ღია უნდა დარჩეს”, – თქვა კურცმა.

მისივე თქმით, აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული საზღვრების დახურვა, რაც მოხდა 2020 წლის გაზაფხულზე.

კურცი ასევე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ვითარება თითქმის ერთნაირია, ერთი ან ორი კვირის განმავლობაში მოვლენების განვითარების სხვაობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად