სებ: “თიბისი ბანკთან” დაკავშირებული მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის ეფექტიანობაზე

“თიბისი ბანკთან” მიმართებაში გენერალური პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.  

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ “თიბისი ბანკი” ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე.

ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა.

შეგახსენებთ, პროკურატურამ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პროკურატურამ “თი ბი სი ბანკიდან” დოკუმენტაციები ამოიღო. აღნიშნული ინფორმაცია “აიპრესს” პროკურატურაში დაუდასტურეს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...