საზოგადოებრივმა მაუწყებელმა “რუსთავი 2”-ს სასამართლოში უჩივლა და ვალის გადახდას ითხოვს

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლა. 

როგორც "აიპრესს" თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სარჩელით სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისს მიმართა. მოსარჩელის მოთხვონა დაკმაყოფილდა და სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელი. საქმის განმხილველი მოსამართლე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილია.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით: 

"საზოგადოებრივი მაუწყებელი „რუსთავი 2“-ისგან ითხოვს ძირითადი ფულადი დავალიანების გადახდას შემდეგი ოდენობით: 13 575,47 აშშ დოლარი (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში); 100 ლარი; 12 828,68 ევრო (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში); 141 087,50 შვეიცარიული ფრანკი (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში).



აღნიშნული დავალიანება „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ წარმოეშვა მხარეთა შორის გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულებების საფუძველზე, რაც აღიარებულია „რუსთავის 2“-ის მიერ.



ძირითადი დავალიანების გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს „რუსთავის 2“-ს ასევე დაეკისროს პირგასამტეხლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის", – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ოფიცალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად