საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა კახეთის რეგიონში სიჩქარის კონტროლის 4 სექცია აამოქმედა

2021 წლის 1 მარტიდან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის ოთხი სექცია ამოქმედდა:

1. ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფელ მატნიდან სოფელ დუისამდე (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ);

2. ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფელ დუისიდან სოფელ ჯოყოლომდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

3. ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფელ ჯოყოლოდან სოფელ დუისამდე (ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ);

4. ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფელ დუისიდან სოფელ მატნამდე (ნებადართული სიჩქარეა 80 კმ/სთ).

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით სულ, საქართველოს მასშტაბით, უკვე 1213 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...