საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი დასრულდა

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსი 60- მდე კურსანტმა წარმატებით დაასრულა.

კურსის დახურვის ცერემონია დიდგორის ველზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი დაესწრნენ. ირაკლი ჭიჭინაძემ კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. ღონისძიება კურსდამთავრებულების დაჯილდოებით გაგრძელდა. კურსის ხელმძღვანელმა გიორგი გაგნიძემ მონაწილეებს სიგელები გადასცა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები და კონსულტაციები.

კომენტარები
იტვირთება...