საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ახალი წევრები იმერეთში წარადგინეს

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სამტრედიაში 12 ახალი წევრი წარადგინა და საზოგადოებას მათი ბიოგრაფია გააცნო.

პრეზენტაცია სასათბურე მეურნეობა “იმერეთი გრინერში” გაიმართა, სადაც სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულს აწარმოებენ.

ხაზარაძემ სოფლის მეურნეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ კუთხით ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაა.

“ლელოს” წევრები არიან: ფრიდონ გაფრინდაშვილი, მანანა ბანძელაძე, დავით ჩხეიძე, თამარ წამალაიძე, გია პატარიძე, გიორგი მახარაძე, ნათია ხელაია, გიორგი ბატაშვილი, პაატა დარახველიძე, ლილე მაღლაფერიძე, დიმიტრი აბაშიძე, მიტროფანე სტურუა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად