პოლიტიკოსმა თუ საზოგადოების წარმომადგენელმა მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ ძალადობა მიუღებელია. ვინც დამნაშავეა, სამართლის წინაშე წარდგეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ამასთან, ელჩს კითხვა დაუსევს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „გამოდიოდნენ რუსთაველზე, დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, კონკრეტული ელჩის მხრიდან კი ეს შეფასდა გამოხატვის თავისუფლებად“.

„ძალადობა, რა თქმა უნდა, მიუღებელია და პირველ რიგში, ალბათ უნდა ითქვას, ვის გულისხმობდა. მეტი კონკრეტიკა თუ არ იქნება, ეს უფრო ჭორია და კონსპირაციის თეორია, რომელიც აბნევს საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალადობასთან დაკავშირებით ყველამ მკაფიოდ თქვას, რომ ძალადობა არის მიუღებელი, რადგან ეს არის საშიში ტრენდი და საქართველომ ეს გამოცადა წარსულშიც და მან არ უნდა მიიღოს საშიში ფორმები. ამიტომ, ყველამ – პოლიტიკოსმა თუ საზოგადოების წარმომადგენელმა ძალიან მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ ძალადობა არის მიუღებელი, დაგმონ ნებისმიერი ძალადობის ფაქტი. თითოეულ ასეთ საქმეზე უნდა იყოს გამჭვირვალე, საგულდაგულო გამოძიება და ის, ვინც დამნაშავეა, სამართლის წინაშე წარდგეს. საზოგადოების მხრიდან ამის დაფიქსირება მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.