ანჯაფარიძე: საზოგადოებას „ხალხოსნურ“ ენაზე ვერ აუხსნეს, ვის და რას მიაყენეს ზარალი ხაზარაძემ და ჯაფარიძემ და როგორ?

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “ხაზარაძის საქმესთან” დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ მას შეეძლო, ქართულ პოლიტიკაში უფრო პოზიტიური მუხტით შემოსულიყო.

“მწყინს,  რომ „ხაზარაძის საქმემ“ ასეთი მიმართულება მიიღო. მას შეეძლო ქართულ პოლიტიკაში უფრო პოზიტიური მუხტით შემოსულიყო.

ზუსტად არ ვიცი, რა მიზნით მოდის ის პოლიტიკაში – ცვლილებების მოსახდენად თუ თავის დასაცავად. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, პროკურატურას და ხელისუფლებასაც ასეთ რეზონანსულ საქმეზე, ესაჭიროებათ, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც ჯერჯერობით არ ჩანს.

არაეფექტური კომუნიკაციის შედეგად გროვდება გაურკვევლობა და პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც ბუნებრივია იწვევს როგორც მინიმუმ უკმაყოფილების აკუმულირებას საზოგადოების თუნდაც ერთ ნაწილში.

მაგალითად, საზოგადოებაში და ექსპერტულ წრეებში აქტიურად ისმის კითხვა, რომ ამ საქმეს არ ჰყავს დაზარალებული და მომჩივანი. პროკურატურამ კი დღემდე ვერ აუხსნა საზოგადოებას, მარტივ, გასაგებ, რომ იტყვიან „ხალხოსნურ“ ენაზე, თუ კონკრეტულად ვის და რას მიაყენეს ზარალი ხაზარაძემ და ჯაფარიძემ და როგორ? ვიდრე ეს არ გაკეთდება, ხელისუფლებას მუდამ ეკიდება ტვირთად ბრალდება, რომ ის მიუღებელ ოპონენტებს დევნის”- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად