საზოგადოება „ბათომი“ ბათუმის მერსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს მიმართავს

ისტორიული ბათუმის დაცვის საზოგადოება „ბათომი“ განცხადებას ავრცელებს და „რივიერა ბათუმის“ მიერ მერიისთვის წარდგენილი პროექტის, არქიტექტურული ნაწილის შეთანხმების პროცესში საზოგადოების ჩართულობას ითხოვენ. მიმართვის ადრესატები, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა არიან.

საზოგადოების წევრები ამბობენ, რომ ბათუმის მერიასა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს „რივიერამ“ არქიტექტურულ ნაწილში ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა.

„ნებართვის გაცემის პროცესი დაიწყო, როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ისე ზონალურ ჭრილში შესულია წინადადება მერიაში და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში. ამიტომ, ჩვენ დავაფიქსირეთ ინტერესი, რომ აღნიშნული საკითხი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რადგან გვეხება ჩვენ, იმ ფონზე, როდესაც არაერთი სასამართლო წარმოება მიმდინარეობს, ასევე უწყებებში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება და ვითხოვთ, რომ აღნიშნულ წარმოებაში ჩვენც ჩაგვრთონ და ჩვენმა ექსპერტებმა მიიღონ მონაწილეობა, დოკუმენტაციის შეთანხმებაში“,-აცხადებს საზოგადოება „ბათომის“ წევრი, ნათია აფხაზავა.
კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“, ანბანის კოშკის მიმდებარედ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის 42-სართულიანი აპარტოტელი „სილქ თაუერი“ იქნება, რომელსაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ააშენებენ. გარდა ამისა, კომპანია გეგმავს სასტუმროს, ბინებისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობას. როექტი „ბათუმი რივიერა“, გენგეგმის მიხედვით, 9 ჰექტარამდე ტერიტორიას მოიცავს.

პროექტის არქიტექტურული ნაწილის შესათანხმებლად კომპანიამ ბათუმის მერიას მიმართა. პროექტი მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, ამიტომაც ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს თანხმობაცაა საჭირო. გამომდინარე იქედან, რომ ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია, პროექტი უნდა განიხილოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად