“საზმაუს” ჟურნალისტი ნათელაშვილს: 2017 წელს ამბობდით უგულავამ დიდი ფული შეჭამაო, როდის შეიცვალეთ აზრი? (ვიდეო)

ასე უპასუხა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტის ანა ბროლაძის კითხვას.

“თქვენ საუბრობდით რომ გიგი უგულავა იყო ოპოზიციის დამრბევი, დიდი ფული „შეჭამა“, რაც მის სისხლის სამართლის საქმეში კარგად ჩანსო. ეს 2017 წელს თქვენი ნათქვამი სიტყვებია. როდის შეიცვალეთ პოზიცია უგულავასთან დაკავშირებით?

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ადამიანი გახდება დევნილი, პოლიტიკური პატიმარი და რეპრესირებული, მასზე ვინ რას ამბობდა გუშინ ამას არავითარი მნიშვნელობა არც ისტორიულად, არც პოლიტიკურად, არც ზნეობრივად არ აქვს.
გუშინ იყო ასე, დღეს არის ისე, ხვალ ზეგ თუ იქნება სხვანაირად შეფასებაც იქნება სხვანაიარი” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად