საზღვრისპირა სოფლების 2700-მა მოსახლემ უფასო მედიკამენტებითა და გამოკვლევებით ისარგებლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა. ადგილობრივებს პროფილაქტიკური კვლევები ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა ჩაუტარეს. 

აქციის მიმდინარეობას პირადად დაესწრო ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე.

უფასო სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებში კასპის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფლების 2700 მოსახლე ჩაერთო. მათ სამედიცინო მომსახურება ცენტრის 15 სხვადასხვა პროფილის მედიკოსმა გაუწია. ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ.

დანიშნულების მიღების შემდეგ კი შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.

უფასო, მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, იგი პერმანენტული ხასიათისაა და მთელ ქვეყანას მოიცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...