საზღვარგარეთ, ვლადიმერ ზელენსკის პარტია პეტრო პოროშენკოს პარტიას მცირედით უსწრებს

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებიდან ხმების 95.09% დაითვალა. შედეგები ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამ მონაცემების მიხედვით, ვლადიმერ ზელენსკის პარტია პეტრო პოროშენკოს პარტიას მცირედით უსწრებს, მაგრამ მათ შორის განსხვავება ერთ პროცენტზე ნაკლებია.
პარტია „ხალხის მსახურს“ ამომრჩეველთა 29% -მა დაუჭირა მხარი, ხოლო 28.8% -მა “ევროპული სოლიდარობის” პარტიას.

უცხოელ ამომრჩეველთა შორის მესამე ადგილს სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია იკავებს, მას ხმათა – 19.03% აქვს.

საერთო ჯამში, უკრაინის ცესკომ ოქმების 35.51% დათვალა.

21 ივლისს, უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ეგზიტპოლის მონაცემების თანახმად რადაში 5 პარტია შედის:

1. ვოლოდომირ ზელენსკის “ხალხის მსახური” – 42,7%
2. პრორუსული “ოპოზიციური პლატფორმა” – 12,9%
3. პეტრო პოროშენკოს “ევროპული სოლიდარობა” – 8,8%
4. იულია ტიმოშენკოს “ბატკივშინა” – 8,5%
5. როკვარსკვლავ სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია “ხმა” – 6,5%

მიხეილ სააკაშვილის პარტიამ “ახალი ძალების მოძრაობა” 0,4% მიიღო. მთლიანობაში საარჩევნო უბნების რაოდენობა 30 ათასს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად