საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების შენობებზე დროშები დაუშვეს

საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სახელმწიფო დროშები 7-8 აგვისტოს განმავლობაში დაეშვა. დიპლომატიურ მისიებში მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია ცალკეული ღონისძიებები რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ეხება.

რუსეთ-საქარათველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო დროშა 7-8 აგვისტოს ყველა სახელმწიფო უწყებაზე დაეშვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად