საზღვარგარეთ და მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა ინიციატივა და დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც გაიზარდა ბენეფიციართა წრე სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში თვითდასაქმებულებით.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში თვითდასაქმებულებმა დახმარების თხოვნით აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. ინიციატივის თანახმად საზღვარგარეთ და მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

არსებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში ასეთი კატეგორიის 30 000 მოქალაქეა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი იმ დოკუმენტების სია, რომლის წარმოდგენაც თვითდასაქმებულებს მოუწევთ.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად