საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ბეირუთის ინციდენტთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს!

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთის ნავსადგურის რაიონში, ლიბანის საზღვაო ბაზასთან გუშინ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა.

ძლიერი აფეთქებების შედეგად დედაქალაქში რამდენიმე კვარტალი განადგურა, დაზიანებულია ათეულობით სახლი და ავტომობილი.

ბოლოს მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, ხოლო დაშავებულია 4 ათასზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი ტელეკომპანია LBCI-ის, ასევე უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამონიუმის ნიტრატი, რომლის შენახვის წესების დარღვევა სახელდება ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქებების მიზეზად.

ასევა უცხოური მედიის ინფორმაციით, მონიუმის ნიტრატი, რომელიც აფეთქდა, 2013 წელს საქართველოდან, ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიჰქონდა მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემ Rhosus-ს.  რომელიც რუს ბიზნესმენს, ამჟამად კვიპროსზე მცხოვრებ იგორ გრეჩუშკინს ეკუთვნის. , რომელმაც ეკიპაჟის წევრი რუსი და უკრაინელი მეზღვაურები, პრაქტიკულად, ბედის ანაბარა დატოვა.

„აიპრესი“ უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით  “საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დაუკვაშირდა.

როგორც “აიპრესთან” სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა განაცხადა, ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

“ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად დიდი მოცულობებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე და ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს” – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების მიზეზად ოფიციალურმა პირებმა პორტში წლების განმავლობაში შენახული დიდი ოდენობით ამონიუმის ნიტრატის დასაწყობების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევის ფაქტი დაასახელეს.

აღნიშნული ნივთიერება ბეირუთის პორტში მოხვდა შემდეგი გზით: 2013 წლის სექტემბერში ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის მიერ, დაკავებული იქნა მოლდოვას დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი „Rhosus“. მიწერის პორტი ჯურჯულეშტი, მოლდოვა. აღნიშნული გემი ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა).

ლიბანის ოფიციალური ხელისუფლების ინფორმაციით, გემის დაკავების შემდეგ, გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გემი, ეკიპაჟი და ტვირთი მიატოვა ბეირუთის ნავსადგურში. ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

მოგვიანებით, ტვირთი გადმოიტვირთა და დასაწყობდა ბეირუთის პორტში. ამასთან, როგორც ყველასთვის ცნობილია, ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად აღნიშნული პროდუქტი გადის საერთაშორისო ბაზრებზე დიდი მოცულობებით, 2020 წელს მხოლოდ ფოთის ნავსადგურიდან ექსპორტზე გავიდა 52037 ტონა. აღნიშნულ ინციდენტთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი.

გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაზე შემოწმება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო შემოწმებებით, ხოლო ყოველწლიურად ნავსადგურებს უტარდებათ კომპლექსური შემოწმება”  – განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ნავსადგურები და ნავსადგურებში წარმოებული სატვირთო ოპერაციები სრულად შეესაბამება მკაცრ საერთაშორისო სტანდარტებს და  სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით, მიღებული აქვს არაერთი უმაღლესი შეფასება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად