ბათუმის საზღვაო აკადემია მეზღვაურებისთვის ონლაინ სწავლებას იწყებს

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან კოორდინირებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იწყებს კურსების დისტანციურ სწავლებას-ტრენინგებს.

პანდემიის გამო ერთი თვეა გადამზადების პროცესი შეჩერებულია, როგორც აკადემიის რექტორი ამბობს, თეორიული სწავლებისთვის ონლაინ პროგრამა უკვე მზადაა.
სრული სასწავლო კურსის გავლის შემდეგ კი მეზღვაურები შესაბამის სერთიფიკატს მიიღებენ. კონვენციის მიხედვით მოქმედ მეზღვაურებს 5 წელიწადში ერთხელ გადამზადების გავლის ვალდებულება აქვთ.
მეზღვაურებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ განცხადების სპეციალური ფორმა, რომელიც საზღვაო აკადემიის ვებ გვერდზე-www.bsma.edu.ge-ა ატვირთული და გააგზავნონ ელ.ფოსტაზე: training@bsma.edu.ge

კომენტარები
იტვირთება...