საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 10 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, 25 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება.  მშობელთა მოთხოვნის საფუძველზე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ  წელს  საზაფხულო ბაგა-ბაღების რაოდენობის გაზდა გადაწყვიტა. 

1 ივლისიდან  31 ივლისის ჩათვლით თბილისის ათივე რაიონში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს ,,საზაფხულო  ბაღები’’  გააგრძელებენ. საზაფხულო ბაგა-ბაღები შეირჩა ადგილ-მდებარეობის, კეთილმოწყობილი შენობისა და ეზოს ფაქტორების  გათვალისწინებით.  

საზაფხულო ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე – www.kids.org.ge  10 ივნისიდან  28 ივნისის   ჩათვლით გაგრძელდება. საზაფხულო ბაღში დარეგისტრირებით აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში.

თბილისის მასშტაბით 25 "საზაფხულო ბაღი" ფუნქციონირებს:

1. გლდანი    – 48 საბავშვო ბაღი – ჩიქვანაიას 38

2. გლდანი   – 205 საბავშვო ბაღი – გლდანის V მიკრორაიონი

3. გლდანი   – 1-ლი ლოგოპედიური  საბავშვო ბაღი – გლდანის VIII მიკრორაიონი

4. გლდანი  – 184  საბავშვო ბაღი  – მუხიანის I მიკრორაიონი

5. დიდუბე  – 15  საბავშვო ბაღი – გაფრინდაულის 6

6. დიდუბე   – 23  საბავშვო ბაღი – დიღმის მას. IV  კვარტალი

7. დიდუბე   – 91  საბავშვო ბაღი – წერეთლის 136

8. ვაკე – 1 საბავშვო ბაღი  – ფალიაშვილის 34

9. ვაკე – 27   საბავშვო ბაღი – შავშიშვილის 5

10. ვაკე – 85  საბავშვო ბაღი – ვაჟა–ფშაველას 71

11. ისანი – 29  საბავშვო ბაღი – პატარძეულის 1

12. ისანი – 66  საბავშვო ბაღი – გუთნის I ჩიხი

13. ისანი – 182  საბავშვო ბაღი -ვაზისუბნის დასახლება

14. ისანი – 215  საბავშვო ბაღი -ქ.ჩოლოყაშვილის 1

15. კრწანისი -51  საბავშვო ბაღი – გორგასლის 43 

16. მთაწმინდა – 170 –  შანიძის 28 

17. ნაძალადევი – 9  საბავშვო ბაღი -გუდამაყრის 2

18. ნაძალადევი- 43  საბავშვო ბაღი – ლაითურის 64

19. ნაძალადევი – 60  საბავშვო ბაღი – თემქა XI მიკრო III კვარტალი

20. საბურთალო – 198 საბავშვო ბაღი  – ი.პეტრიწის 15/ა

21. საბურთალო –  საბავშვო ბაღი იმედი  – ბახტრიონის 8

22. სამგორი  – 28  საბავშვო ბაღი – მესამე მასივი X კვარტალი

23. სამგორი  – 45  საბავშვო ბაღი – ჯავახეთის 8/ა

24. სამგორი -16  საბავშვო ბაღი – ბ.ხმელნიცკის 181

25. ჩუღურეთი – 34  საბავშვო ბაღი – გრანელის 17

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...