საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში 18 პროექტი განხორციელდება

საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობის მიერ საერთო კრებაზე შერჩეული 18 პროექტი განხორციელდება, რისთვისაც 84 ათასი ლარი დაიხარჯება. 9 პროექტი მოსახლეობისათვის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

დელტასუბანში შახტური ჭის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც უბნის მოსახლეობის 20-ზე მეტი ოჯახისათვის წყლის პრობლემა მოგვარდება.
მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელ ტარიელ ფანჩულიძესა და მერის წარმომადგენელ დავით გოგბერაშვილთან ერთად დაათვალიერა.
ლაშა გოგიაშვილი ასევე ჩიხორში კუპატაძეების უბნის მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებთან ერთად წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების შესახებ იმსჯელა, დაათვალიერა წყლის დებეტის შემოწმების მიზნით ჩატარებული სამუშაოები.
კუპატაძეების უბანში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირს მოქალაქეთა ჯგუფმა მიმართა. შეხვედრის შემდეგ, ლაშა გოგიაშვილის მიერ შესაბამის სამსახურებზე დავალებით, მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად საკითხის მოგვარება ოპერატიულად დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად