Save the Children: ებოლასგან გამოწვეულ სასიკვდილო ვირუსს 500-ზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შედეგად 500-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Independent-ი ორგანიზაცია Save the Children-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, 1,5 წელში – 2018 წლის 1 აგვისტოდან 2019 წლის თებერვლამდე – ვირუსის შედეგად 100-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. ამასთან, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ეს მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა და ამ დროისთვის ვირუსის შედეგად 500-ზე მეტი არასრულწლოვანია გარდაცვლილი.
”ვირუსის გავრცელება დაჩქარდა, ტემპი არ შენელებულა. ცუდი სცენარი ჩვენს თვალწინ ხდება,” – განაცხადა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ამჟამად, ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს, დაავადების გავრცელება თავიდან აიცილოს, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას რუანდაც შეუერთდა: ქვეყნები სასაზღვრო გადაკვეთის მასშტაბის შემცირებას ცდილობენ.
The Independent-ის ცნობით, ბევრ მაცხოვრებელს ვირუსის რეალურად არ სჯერა და დახმარებას დროულად არ მიმართავს, თუმცა ისინი ამით სხვებსაც აზიანებენ.
ივლისის დასაწყისში აღიარეს, რომ ებოლას ვირუსის გამო საგანგებო ვითარებაა შექმნილი. ეს მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ქალაქ გომეში, სადაც ორი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დაავადება სწრაფად გავრცელდა.

BVVE იშვიათი დაავადებაა, რომლის მედიკამენტი არ არსებობს. ძირითადი ეპიდემია დასავლეთ აფრიკაში 2014 წელს გამოვლინდა, ასევე ინფექციის შემთხვევები შეერთებულ შტატებსა და ესპანეთში დაფიქსირდა. ეპიდემიას 11 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად