სავჩენკოს დედის განცხადებით, მათ სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმა გადაიხადეს

უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკო, რომელსაც რუსეთში 22-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, სასმართლოს მიერ დადგენილი ჯარიმა –  30 ათასი რუბლი გადაიხადა, – აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს, სავჩენკოს დედამ მარიამ განუცხადა.

"სავჩენკოს ადვოკატის ნიკოლაი პოლოზოვის განცხადებით, ნადეჟდას უკრაინაში დაბრუნებისთვის საჭირო დოკუმენტები გადასცეს. დოკუმენტში არის გრაფა, სადაც უნდა ჩაიწეროს აღიარება, რომ ნადეჟდა სავჩენკომ უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი.

აგრეთვე დკუმენტში არის მითითებული ჯარიმა. პოლოზოვმა მას აუხსნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ დოკუმენტს სავჩენკო ხელს არ მოაწერდა, ეს დოკუმენტები ავთენტური არ იქნებოდა. იგი დათანხმდა. მას თანხა არ აქვს და კონსულბმა 40 ათასი მისცეს", – აცხადებს სავჩენკოს დედა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად