სავარაუდოდ, თურქეთში გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს

სავარაუდოდ, თურქეთში გურჯი ხათუნის საფლავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო facebook-ის გვერდზე ავრცელებს.

“თურქეთის ქ. ერზერუმის პასინლერის რაიონში ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომლის შედეგადაც, სავარაუდოდ, აღმოჩენილ იქნა სულთან ალაედინ ქეიყუბად II-სა და მისი დედის, გურჯი ხათუნად წოდებული თამარ დედოფლის სარკოფაგები. საელჩო იწყებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას”,-ნათქვამია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

სავარაუდოდ, გურჯი ხათუნის საფლავის აღმოჩენის შესახებ ნფორმაცია ასევე თურქულ მედიაშიც გავრცელდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...