სავარაუდოდ, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა არ გაიმართება

სავარაუდოდ, ხვალ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა არ გაიმართება.

როგორც IPRESS – თან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, ამ დროისთვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ მისი აზრით, ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მოსმენა სწორი არ იქნება.

“შინაგან საქმეთა მინისტრმა გაცილებით უფრო მნიშვნელოვან გლობალურ თემებზე უნდა ილაპარაკოს და ამ თემებზე საუბრისთვის, ამ პირობებში, შესაბამისი ატმოსფერო არ არსებობს. მთავარი ის არის, რომ გამოძიება, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს, მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს, ჯერ ვერ დებს კონკრეტულ შედეგებს, რაც უახლოეს პერიოდში იქნება. მინისტრი ახალი თემებით უნდა მოვიდეს. არ შეიძლება მინისტრი მოვიდეს პარლამენტში იმ თემებით, რაც გუშინ ჰქონდა. გუნდის წვერებიც ასე ფიქრობენ და ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გიორგი გახარიამ თავად მიმართა პარლამენტს, რომ მოუსმინონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...