სავალუტო ფონდი საქართველოს ხარჯების შემცირებას და გადასახადების გაზრდას ურჩევს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი  მთავრობას ხარჯების შემცირებასა და გადასახადების ზრდას ურჩევს.

ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისი გარედან მომავალი ეკონომიკური შოკის შედეგი იყო. მისი თქმით, სერიოზული ეკონომიკური ვარდნა განიცადა რუსეთმა უკრაინამ და სომხეთმა.

"ასეთ სიტუაციაში რთულია რაიმე რჩევის მიცემა, თუმცა მნიშვნელოვანია თავი ავარიდოთ ვინმეს დადანაშაულებას და ვეძებოთ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები. მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს რა გზას აირჩევს, თუმცა ჩვენი რეცეპტი ასეთია – გადასახადები გაზრდა და ხარჯების შემცირება", –  მარკ გრიფისთი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ მომდევნო თვეების განმავლოვაში საქართველოში ინფლაცია გაიზრდება და ეროვნული ბანკის სამიზნე, 5%-იან მაჩვენებელს გადააჭარბებს. ფონდის მისიის ხელმძღვანელი მარკ გრიფითსი ასევე ვარაუდობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა წელს 2%-ით გაიზრდება, თუმცა ეს პროგნოზიც მისი თქმით გარკვეულ რისკებს შეიცავს.

რაც შეეხება მიმდინარე ინფლაციას, რომელიც 1,3 პროცენტით განისაზღვრა, ფონდის შეფასებით დაბალი ინფლაცია ნავთობზე დაბალი ფასებითა და იმპორტული პროდუქციის დაბალი საწყისი ღირებულებით არის განპირობებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...