10 უკრაინელი ბავშვიდან 2 სავადმყოფოში რჩება, 6 თბილისში, 4 კი ქუთაისის მცირე საოჯახო ტიპის სახლშია გადაყვანილი

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ რვა ბავშვიდან ექვსი თბილისში, ორი კი ქუთაისის მცირე საოჯახო ტიპის სახლში არიან გადაყვანილები. მათი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

საქმეში უკვე ჩაერთო ფსიქოლოგი და ბავშვების ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. მზევინარ ღაჭავას თქმით, სოციალური მუშაკები საავადმყოფოში გუშინ საღამოს რვა საათისთვის გამოიძახეს , რადგან გამოძიებამ საეჭვო გარემოებები გამოავლინა და დედის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიწერა, რის შემდეგად გვიან ღამით იულია სუსლიაკი სამართალდამცავებმა დააკავეს. მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში მყოფი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდება, ისინიც სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ გადავლენ.

ქუთაისის ინფექციურ დაავადებათა ცენტრში ,,ლჯ და კომპანია” მკურნალობას ორი ბავშვი აგრძელებს – შვიდი თვის და ერთი წლის. ექიმის ინფორმაციით, ათი ბავშვი ინტოქსიკაციის დიაგნოზით იყვნენ მოთავსებული. ედიშერ ასათიანის ინფორმაციით, ყველა მათგანს ნაწლავური ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები -პირღებინება, ტემპერატურა, ფაღარათი აღენიშნებოდათ. რამ გამოიწვია ბავშვების ინტოქსიკაცია, ექიმს დაზუსტებით უჭირს თქმა. სავარაუდოდ, კლინიკაში მყოფი ორი ბავშვი რამდენიმე დღეში გაეწერება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...